среда, 30 июля 2014 г.

2014 წლის ივლისი

მე და ლოლიტა წავედით სოფელში , ლოლიტა პირველად არის გურიაში ...



აი, ჩავედით გურიაში...
მიყვარს აქაურობა...

ბავშვობის ლამაზი წლები , ზაფხულის არდადეგები , ბებია, ბაბუა, ჩემი მამიდაშვილები , მეზობლის ბავშვები , თავყრილობები წყაროზე , დიტარა , სიმღერა ....
...მხიარულება და ბევრი,  ბევრი სიცილი...
... გადავუხვიეთ ე.წ. ბოცვაძნებში და... გზა ,,საჭამიასერისკენ". . .



მე ლოლიტა და მამაჩემი წავედით ,,ნაჯიხურებზე ", რომელიც საკმაოდ შორს არის სახლიდან ... საკმაოდ დიდი სიმაღლეზეა
ლოლოს უჭირდა აღმართ-აღმართ სიარული

суббота, 31 августа 2013 г.

წვიმა გურიაში 4აგვისტო



2013 წლის 4 აგვისტოა . საოცრად გრილი  ზაფხული იყო, ის კი არა და ბუხრის ანთებაც დაგვჭირდა... სიმღერას დიდად ნუ შეაფასებთ , უბრალოდ წვიმაა ძალიან ლამაზი, თანაც შეამჩნევთ ბაბუს ხმას __ ბანს რომ გვაძლევს , სულ რაღაც ორ კვირაში მას 87 წელი შეუსრულდება... ღმერთმა დიდ ხანს მიცოცხლოს ჩემი მამიკო. მის გვერდით ისევ ,,პატარა" მგონია თავი :)