სხვა გვერდები
საჭამიასერი
суббота, 31 августа 2013 г.
წვიმა გურიაში 4აგვისტო
2013 წლის 4 აგვისტოა . საოცრად გრილი ზაფხული იყო, ის კი არა და ბუხრის ანთებაც დაგვჭირდა... სიმღერას დიდად ნუ შეაფასებთ , უბრალოდ წვიმაა ძალიან ლამაზი, თანაც შეამჩნევთ ბაბუს ხმას __ ბანს რომ გვაძლევს , სულ რაღაც ორ კვირაში მას 87 წელი შეუსრულდება... ღმერთმა დიდ ხანს მიცოცხლოს ჩემი მამიკო. მის გვერდით ისევ ,,პატარა" მგონია თავი :)
понедельник, 22 апреля 2013 г.
пятница, 8 марта 2013 г.
пятница, 11 января 2013 г.
среда, 9 января 2013 г.
ნოდარ დუმბაძის ლოცვა–დალოცვა
- ნოდარ დუმბაძის ლოცვა–დალოცვა იყოს თითოეული ადამიანის და ჩვენი ლამაზი სამშობლოს მეკვლე!!! ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი.
განკურნე ყოველგვარი სენისაგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი, საუკუნოდ დაგმანე ყური მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი ყოველი, აღმართული მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად, დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი, ქართველი ხალხის მშობელისა. გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი - პურით, მარანი - ღვინით, ახორი - საქონლით, კარია - ფრინველით და გული სათნოებით.
ააჟრიამულე ეზო-კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერებავ ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრისთვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს რათა დილით ადგეს, ნახოს და სამშობლოს უკვდავება ინატროს!
Подписаться на:
Сообщения (Atom)