воскресенье, 22 апреля 2012 г.

g u r i a.wmv

12 комментариев:

  1. ირინა, მომნატრებია ძალიან ყველაფერი,შენი თვალით დანახულმა ჩემი ტკბილი მოგონება გამოაღვიძა.ძვირფასია ნალია,ღობერი,ჭიშკარი,ალაგა,ოდა,ბუხარი,კელამიდას ჭადები–შკერის ფოთლით.ეზო საქანელათი და სახელდახელოდ მოწყობილი სამზარეულოთი.სტუმრის მისაღებად მუდმივ რეჯიმი მზადყოფნა–თავაზიანი 'მობრძანდით'.ქვეცნობიერიდან წინა პლანზე გადმოვიდა ღამე–1–2 საათი,ჩვენი ბუხართან ქეიფი,სიმღერა,მე ,შენ და მერი.ღამის წყვდიადში ჩაფლული სოფელი და ჩვენი შეხმატკბილებული ხმები.მერი მესამეს გვეუბნებოდა. უყვარდა და უხაროდა ეს ყველაფერი ,არ დაიძინა.ადესამ და გურულმა არაყმა გასჭრა. ჩვენი სიცილ– ხარხარი და " შერჩეული რეპერტუარი" საჭამიასერელების სიმშვიდეს არღვევდა.გადმოვიდა მიულიე და შემოგვიერთდა.ქეიფი დავამთავრეთ ბუხარში ტაფაზე მოშუშული ხახვით;)))ოთხი წლის წინ ვიყავი ბოლოს,რო მოვდიოდი 30 წუთის გან–ში ფეხშიშველი დიდ კოპიტის ხესთან ვიდექი ჩახუტებული(ჩემი ხეა–დრუიდთა ჰოროსკ.)მას მერე აღარ ვყოფილვარ.გამახსენდა, გამახსენდა ყველაფერი წუთიერად:((

    9 мая 2012 г., 14:49

    Под

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მერე , ისევ მიგიღებს გურია თავისი თბილი გულით , ქა-ნო ნუნუკა , ესტუმრე და ნახე როგორ გიმასპინძლებს ... ეხლა მიულიე არ დაგხვდება მაგრამ სამაგიეროდ ჯონიე მოგცემს ბანს ...სატელიტური ანტენაც იზრუნებს შენს გამხიარულებაზე ... დენზე შეერ/ტებული ჩაიდანი კი გაგიიოლებს ჩის მოდუღებას :))) სახლიც შენია და კარიც :)

      Удалить
  2. მაგაში ეჭვიც არ მეპარება,სასიამოვნო იყო ყველაფრის გახსენება.ჩაის მოდუღებას რაც შეეხება––მირჩევნია ტრადიცია სასიამოვნო მოგონებად დავიტოვო,ვამჯობინებდი შავი გამჭვარტლული ჩაიდანიდან მირთმევას.ჯონიას ბანსაც აიტანდა კაცი:))) მიულიე კი მაშინდელ მოგონებებს ისე უხდება გვერდს ვერ ავუვლიდი:)))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. აშკარად , მართალი ხარ , ვერ შეგედავება კაცი; ისე სხვათ აშორის წეღან ვამბობდი ერთი კვირით სიამოვნებით წავიდოდი იქ, რომ შემეძლოს ...ეხლა განსაკუთრებით აქტიურად ჭიკჭიკებენ ჩიტები :)... როგორი სიმშვიდე და სხვანაირი ,,სიწმინდეა" იქ :(

      Удалить
  3. ჩემი ხე იფანია(კოპიტი), როგორც ზემოთ მოგახსენეთ და შენი მგონი თხილი უნდა იყოს,ამგვარად შენ თხილს უნდა ჩაეხუტო––ენერგიას მოგცემს ერთდროულად მიწა და თხილის ხე აბა:)))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ხოდა რომ ჩავალ თხილის მეტი რა არის იქ, კობამაც დარგო ,,შეღობილში", სამკუთხედი რომაა ტყის ასავლელ გზის დასაწყისში ... წავალ და ყველას ჩავეხუტები :)))

      Удалить
  4. იცი, იქ თითქოს ყრუვდები ადამიანი,ჩვენ აქ ხმაურს შეჩვეულები,იქ თითქოს ვაკუმში აღმოვჩდებით ხოლმე.იქ ხვდები ,რომ ბუნებასაც აქვს თავისებური ხმაური––ფოთლების შრიალი,ჩიტების ჟღურტული,მწერების ბზუილი,თხის კიკინი ან ძროხის ბღავილი.ან თუნდაც იქ ვაკვირდები ცას––დღისით და ღამით.ჩვენს ყურს წვდება რომელიმე გურულის ომახიანი გადაძახილი ან ხალისიანი საუბარი.სიყრუემდე მისული სიჩუმე,სიწყნარე, მაშინ ხვდები ადამიანი აქ რა ქაოსში ვცხოვრობთ.ამიტომ ,იქ ყოფნისას მე არავითარ ტექნოლოგიურ მიღწევებს არ ვინატრებდი.ჩვენი ცხოვრების რიტმი აუცილებლად საჭიროებს ამგვარ რელაქსაციას.ჩამოთვლილ ბუნების სიკეთეს თუ დავუმატებთ ჰამაკში ჩაწოლილი კარგი წიგნის კითხვისას მიღებულ სიამოვნებას––მე პირადად იქ ,ორი კვირის დასვენება მთელი წლის საპირწონედ დამიდია––თქვენი არ ვიცი.

    ОтветитьУдалить
  5. .... და ისევ გურია...––ყველაფერი იწყება ალბათ 5–6 საათიდან,აისთან ერთად.გონება ძილის ლაბირინთებიდან ნელ–ნელა გამოდის,ძილ–ღვიძილის ნისლი იწმინდება, ლაგდება და იკვეთება– ფრინველების სტვენა,გალობა,ჟღურტული,ჭიკჭიკი,ღუღუნი, ჭახ–ჭახი, შორეული ‘“გუ–გუ“, განწირული ძახილი „ბიჭო–გიო“. ხვდები ბრუნდები რეალობაში და ჯიუტად ცდილობ ისევ ძილში დაბრუნებას , შეწყვეტილი სიზმრის გაგრძელებას.აიძულებ გონებას გაიხსენოს სიზმარში მომხდარი და გააგრძელოს . ნურასუკაცრავად, „„მომღერლები“ უფრო აქტიურდებიან და მათი „დირიჟორის“ აქნეულ ჯოზე „ფორტეს“ ახმოვანებენ. ერთხანს ციბრუტივით ტრიალებ საწოლში,ეძებ სასურველ პოზას ძილის გასაგრძელებლად––ამაოდ,სიზმარიც დამთავრებულია,გონებაც გამოღვიძებული.მხოლოდ თვალები ინარჩუნებენ დახუჭულ პოზას. განაწყენებული ხარ , სასიამოვნო სიზმარს ვერ დაუსვი წერტილი, „მომღერლები" კი „ აგრძელებენ კონკურსს–არა რეგლამენტი,არა უფროს–უმცროსობა,არა „პიანო“,ვინ–ვის დაასწრებს––თითქოს მთელი დღის გეგმას იხილავენ,ხან სინქრონში,ხანაც გურული კრიმანჭულისა არ იყოს ერთ–ერთი დაწინაურდება და თავგანწირვით ამტკიცებს თავის უპირატესობას. უკვე თვალებიც გახელილი გაქვს, წოლა აზრს კარგავს.სუფთა , სასიამოვნოდ გრილი ჰაერი,მზე და „თავხედი მომღერლები“ გიმშვენიერებენ დილას. უკვე ბედნიერიც კი ხარ ,რომ გაიღვიძე და თანამონაწილე გახდი მზის ამოსვლის....და ასეა ყოველ დილით გურიაში.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თუმც სახელი არ მიაწერე , მაგრამ ვხვდები ეს შენი ხელწერაა აშკარად , ძვირფასო ნუნუკა!!! წერის საოცარი ნიჭი გაქვს ჩემო კარგო.....ისე პედაგოგების გამოცდაზეც ხომ არ გახვიდოდი , ვფიქრობ ბევრ მოქმედ ქართულის მასწავლებელს აჯობებ...:*

      Удалить
    2. ""скромность укращает человека""–ში არ ჩამომართვა,( 10 წუთი ვწერდი რუსულად––რუსული სულ ''დაგავიწყდა") ,თქვენს შეფასებას სერიოზულად ვერ მივიღებ––რა ვიცი თავში არ ამივარდეს :DDDDDD

      Удалить
    3. უნდა გითხრათ ქ–ნო ირინა ვცოდვილობ გამოგზავნაზეც––ისევ "ანონიმკათ" დავრჩები თქვენი ნებართვით:)

      Удалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე!

>>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ თქვენი სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!