воскресенье, 26 августа 2012 г.

მზე დედაა ჩემი.....


             24 აგვისტო. გურიაში ვარ, ულამაზეს სოფელ ,,საჭამიასერში“. მზიანი დღეა, როგორც იქნა გვეღირსა დარიანი ამინდი . სასწრაფოდ _არიქა, მზე არ გამექცეს-მეთქი,_ გამოვამზეურე ყველაფერი, რისი გამოტანაც შეიძლებოდა და გამოვფინე ოდაზე , ზოგიც თოკზე გამოვკიდე . ისე, თითქმის სულ ასეა, აქეთ ,გუარიაში, ნესტიანი ჰავისა და ხშირი ღრუბლიანობის გამო , როგორც კი ამინდი , ასე ვთქვათ , გამოვა ,__არიქა, მზემ დაგვაფასა, როგორც იქნა, გაიღო  მოწყალება და ჩვენს ეზო-კარ-მიდამოშიც შემოიჭყიტაო,__ ყველა გარეთ, ოდაზე(აივანზე) ეზიდება ყველაფერს: ბალიშებს,  საბნებს, ლეიბებს ,ტანსაცმელს..._უფ!_ამოიძახებენ , ჩამოჯდებიან იქვე სკამზე, ცოტათი დაღლილები  და არიან მზის მადლიერნი. საღამოსკენ კი ყველაფერს თავ-თავიანთ ადგილებს მიუჩენენ ისევ .დილით კი იგივე ...და ესე ხდება თითქმის ყოველ დღე, იმის შიშით, რომ, მათი ვარაუდით, მზე  ოთხი-ხუთი დღე თუ ისტუმრებს  მათ ოჯახებში...აი , ამის გამო ეშურებიან მზის მცხუნვარე სხივებს.
__დარიანი ამინდია, თხილის ახიკვა უნდა მოვათაო!
__ეგება ბოსტანის გახილვა მოავახერხო დღეს, კაი ამინდია და...!
__ტყემალს ჩამივკრიფავ, ეგება მოვადუღო დღეს ტყემალი!
...
აი, ასე ეხმარება მზე გურულებს დღის დაგეგმვაში...ეს ხუმრობით, მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და მართლა საოცარი  რამაა მზე ,მეც კი, კინაღამ მწერლობა დამაწყებინა.
მზე დედაა ჩემიო ,
მთვარე მამაა ჩემიო  ....  სიმღერა გამახსენდა J

понедельник, 13 августа 2012 г.

ქობულეთი - 13აგვისტო

  ახლა ქობულეთში ვარ.  ღრუბლიანი ამინდია და ვარ ჩემს ნომერში წამოწოლილი საწოლზე ...წერა მომინდა , რა ვაკეთო აბა ? :))... ცოტაც და რამდენიმე დღეში ვესტუმრები  ჩემს გურიას __ ლამაზს ,თბილსა  და სტუმართმოყვარეს.  __მომენატრეთ, გურულებო , მომენატრა თქვენთან ჭუკჭუკი, იუმორით და სიყვარულით აღსავსე :) , მომენატრა ჩემი 85 წლის მამიკო, რომელსაც გული აქვს, ალბათ, გაწვრილებული ჩემს მოლოდინში და რომელსაც ყოველდღე ვამხნევებ დაპირებებით: ,,მალე ჩამოვალ, მალე ჩამოვალ-მეთქი!" ისიც ზის  და მოთმინებით მელოდება , ისე რომ  ვთქვათ, სხვა რა გზა აქვს :)) ... ზღვიდან მონაბერი ნიავი სასიამოვნოდ მელამუნება მზისგან გახურებულ სხეულზე, მიალერსებს და კიდევ ერთხელ მაგრძნობინებს __რა კარგია სიცოცხლე ...