ქობულეთი - 13აგვისტო
ახლა ქობულეთში ვარ. ღრუბლიანი ამინდია და ვარ ჩემს ნომერში წამოწოლილი საწოლზე ...წერა მომინდა , რა ვაკეთო აბა ? :))... ცოტაც და რამდენიმე დღეში ვესტუმრები ჩემს გურიას __ ლამაზს ,თბილსა და სტუმართმოყვარეს. __მომენატრეთ, გურულებო , მომენატრა თქვენთან ჭუკჭუკი, იუმორით და სიყვარულით აღსავსე :) , მომენატრა ჩემი 85 წლის მამიკო, რომელსაც გული აქვს, ალბათ, გაწვრილებული ჩემს მოლოდინში და რომელსაც ყოველდღე ვამხნევებ დაპირებებით: ,,მალე ჩამოვალ, მალე ჩამოვალ-მეთქი!" ისიც ზის და მოთმინებით მელოდება , ისე რომ ვთქვათ, სხვა რა გზა აქვს :)) ... ზღვიდან მონაბერი ნიავი სასიამოვნოდ მელამუნება მზისგან გახურებულ სხეულზე, მიალერსებს და კიდევ ერთხელ მაგრძნობინებს __რა კარგია სიცოცხლე ...
……. დიახ,მშვენიერია სიცოცხლე ––ის ხომ სულ ერთხელ გვეძლევა,ალბათ იმ პირობით,მუდმივად მადლიერი ვიყოთ ქვეყნიერების შემოქმედის, მოგვცა უფლება გვეხილა წუთისოფელი,თავისი შუქ–ჩრდილებით,თავისი ამაოებით,თავისი წარმავლობითა და მუხანათობით.თუმცა , უდავოდ მისი სილამაზითაც. ასევე მოგვცა არჩევანის უფლებაც(რომელიც არცთუ იოლია)––ჩვენთვის მოცემულ მცირე დროში დაგვენახა ჩვენი ამქვეყნად მოვლინების დანიშნულება,მთავარ ღირებულებებზე ორიენტირებული ყოფა .ამისათვის, ალბათ უფრო ღრმად უნდა ვწვდებოდეთ თავისუფლებისა და სულიერი ცხოვრების არსს. ხშირად გვეუფლება მარტოსულობის,, გაურკვევლობის, უსუსურობის,გულცივობის გრძნობა.ძნელია ყოველთვის მოექცე ჩვეულებრივი, ჯანსაღი ცხოვრების ჩარჩოებში. მუდმივი ბრძოლა დამკვიდრების და გადარჩენისათვის მაღალი იდეალების გათვალისწინებით–––მერწმუნეთ არცთუ იოლია....
ОтветитьУдалить. ....რამ გამახსენა ეხლა ეს ყველაფერი და სიცოცხლის სიყვარულმა,მაინც გვიყვარს ყველაფრის მიუხედავად,გვიყვარს და ვეპოტინებით, არ გვემეტება დასატოვებლად, თუმცაკი ვერ გვიგემნია ბოლომდე მისი სიამე და სიტკბოება , რადგან ძნელია უარყო ამქვეყნიური ცთუნებები . მუდმივი შიში პრობლემების გადალახვისა გვითრგუნავს სიამოვნების განცდას, რასაც სიცოცხლით ტკბობა ჰქვია. ძნელია მუდმივად იგვემო ფიზიკური სხეული ,სულიერის აღსაზევებლად–(ეს მხოლოდ ერთეულთა ხვედრია),რომელიც მუდმივად შეგვახსენებს – მადლიერებას უფლის მიმართ.
...და მაინც , მშვენიერი და ლამაზია სიცოცხლე.. .....ნუნუკა სულაქველიძე
ყოჩაღ, ნუნუკა, ლამაზად წერ!!! მანანამ 10 + ით შეგაფასაააა :)
ОтветитьУдалитьმადლობა მანანას :*:)––ნუნუკა
ОтветитьУдалить