воскресенье, 2 декабря 2012 г.

გურიის სამთავრობო გერბი


გურიის სამთავრობო გერბი
დასავლეთ საქართველო, გურია, ულამაზესი, ზღაპრული და შეუდარებელი
თურმე ინდოეთის მეფეს შედათს წალკოტი გაუშენებია – ერი ღმერთად მიმიჩნევსო. დიდებულებმა დაუწუნეს – შენს ბაღს ანგელოზები აკლიაო. მეფეს სხვადასხვა ქვეყნებიდან „გურიების“ ( ლამაზი ხალხი ) ინდოეთს ჩამოყვანა უბრძანებია. ღმერთმა სასჯელი მოუვლინა კადნიერ მეფეს , მისი დაღუპვის. ეს ამბავი ქვეყნის პირზე შეკრებილმა „გურიებმა“ კავკასიაში შეიტყვეს და იქვე დარჩენა გადაწყვიტეს. თავის სამყოფელს კი გურია უწოდეს.
  ტერმინ გურიის წარმოშობის შესახებ საბოლოო და დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს. ქართულ მეცნიერებაში არსებობს რამდენიმე ანგარიშგასაწევი აზრი. მაგალითად თედო სახოკიას მოსაზრებით, ტერმინი გურია შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს-კოლხეთის გულს ნიშნავდეს. გეოგრაფიულად ისტორიული კოლხეთი გადაჭიმული იყო ლაზეთიდან დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, სწორედ მის ცენტრალურ ნაწილშია მოქცეული გურია. მეგრულად გური _ნიშნავს გულს.
        ნიკო ბერძენიშვილის მოსაზრებით კი, ისევე როგორც სხვა რეგიონები, მაგალითად, ჰერეთი, რომელითაც სოფელიც იყო და მხარეც, მთაკვერი, რომელიც ციხეც იყო და მხარეც, ასევე გურიაც შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ნიკო ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა და ამავე სახელწოდების ციხე.
      არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც, გურია უნდა იყოს ის სახელწოდება, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული ქვეყანა კურიანთა. ეს ქვეყანა სწორედ დღევანდელი გურიაა. პირელად ტერმინი გურია ჩვენს ისტორიულ წყაროებში გვხვდება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს შემოსევის დროს. როგორც მემატიანე წერს, `მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა“.



воскресенье, 26 августа 2012 г.

მზე დედაა ჩემი.....


             24 აგვისტო. გურიაში ვარ, ულამაზეს სოფელ ,,საჭამიასერში“. მზიანი დღეა, როგორც იქნა გვეღირსა დარიანი ამინდი . სასწრაფოდ _არიქა, მზე არ გამექცეს-მეთქი,_ გამოვამზეურე ყველაფერი, რისი გამოტანაც შეიძლებოდა და გამოვფინე ოდაზე , ზოგიც თოკზე გამოვკიდე . ისე, თითქმის სულ ასეა, აქეთ ,გუარიაში, ნესტიანი ჰავისა და ხშირი ღრუბლიანობის გამო , როგორც კი ამინდი , ასე ვთქვათ , გამოვა ,__არიქა, მზემ დაგვაფასა, როგორც იქნა, გაიღო  მოწყალება და ჩვენს ეზო-კარ-მიდამოშიც შემოიჭყიტაო,__ ყველა გარეთ, ოდაზე(აივანზე) ეზიდება ყველაფერს: ბალიშებს,  საბნებს, ლეიბებს ,ტანსაცმელს..._უფ!_ამოიძახებენ , ჩამოჯდებიან იქვე სკამზე, ცოტათი დაღლილები  და არიან მზის მადლიერნი. საღამოსკენ კი ყველაფერს თავ-თავიანთ ადგილებს მიუჩენენ ისევ .დილით კი იგივე ...და ესე ხდება თითქმის ყოველ დღე, იმის შიშით, რომ, მათი ვარაუდით, მზე  ოთხი-ხუთი დღე თუ ისტუმრებს  მათ ოჯახებში...აი , ამის გამო ეშურებიან მზის მცხუნვარე სხივებს.
__დარიანი ამინდია, თხილის ახიკვა უნდა მოვათაო!
__ეგება ბოსტანის გახილვა მოავახერხო დღეს, კაი ამინდია და...!
__ტყემალს ჩამივკრიფავ, ეგება მოვადუღო დღეს ტყემალი!
...
აი, ასე ეხმარება მზე გურულებს დღის დაგეგმვაში...ეს ხუმრობით, მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და მართლა საოცარი  რამაა მზე ,მეც კი, კინაღამ მწერლობა დამაწყებინა.
მზე დედაა ჩემიო ,
მთვარე მამაა ჩემიო  ....  სიმღერა გამახსენდა J

понедельник, 13 августа 2012 г.

ქობულეთი - 13აგვისტო

  ახლა ქობულეთში ვარ.  ღრუბლიანი ამინდია და ვარ ჩემს ნომერში წამოწოლილი საწოლზე ...წერა მომინდა , რა ვაკეთო აბა ? :))... ცოტაც და რამდენიმე დღეში ვესტუმრები  ჩემს გურიას __ ლამაზს ,თბილსა  და სტუმართმოყვარეს.  __მომენატრეთ, გურულებო , მომენატრა თქვენთან ჭუკჭუკი, იუმორით და სიყვარულით აღსავსე :) , მომენატრა ჩემი 85 წლის მამიკო, რომელსაც გული აქვს, ალბათ, გაწვრილებული ჩემს მოლოდინში და რომელსაც ყოველდღე ვამხნევებ დაპირებებით: ,,მალე ჩამოვალ, მალე ჩამოვალ-მეთქი!" ისიც ზის  და მოთმინებით მელოდება , ისე რომ  ვთქვათ, სხვა რა გზა აქვს :)) ... ზღვიდან მონაბერი ნიავი სასიამოვნოდ მელამუნება მზისგან გახურებულ სხეულზე, მიალერსებს და კიდევ ერთხელ მაგრძნობინებს __რა კარგია სიცოცხლე ...

четверг, 10 мая 2012 г.



მეზობლის შინდი აყვავდა
ჩვენი წყარო , ცივზე ცივი .
სახლისკენ მიმავალი შარა
შემობრძანდით!!! :))
,,წყალი შემოვკიდე ცეცხლზე"__ასე ამბობენ გურულები !
ცეცხლზე მომზადებული კერძს სულ სხვა გემო აქვს , ჩაიც კი უფრო გემრიელია , თქვენ წარმოიდგინეთ, ცეცხლზე ადუღებული ! :)



დღევანდელი ნატვრა :))

ერთი სული მაქვს , დამთავრედეს ეს სასწავლო წელი და წავიდე დასასვენებლად გურიაში : სიწყნარეში , სიმწვანეში , ,,სამოთხეში" , სიმშვიდეში , სილამაზეში და ჩემს ჰამაკში ჩამაგორა კიდევ :)))